LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახალხო დამცველის წარმომადგენლები თბილისსა და ბათუმში დაკავებულ პირებს მოინახულებენ – სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავებს, არ შეზღუდონ პროტესტის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება

121
ლევან იოსელიანი

„სახალხო დამცველის წარმომადგენლები თბილისსა და ბათუმში დაკავებული პირების სანახავად მიემართებიან – სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავებს, არ შეზღუდონ პროტესტის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება“, – ამის შესახებ სახალხო დამცველის განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადების თანახმადვე, სახალხო დამცველი შეისწავლის სამართალდამცავების მხრიდან აქციის მონაწილეთა მიმართ გამოვლენილ არასათანადო მოპყრობის ფაქტებს და მოახდენს კანონშესაბამის რეაგირებას.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, გამოცემის დირექტორი მზია ამაღლობელი, რომელიც ცოტა ხნის წინ ხელწერილით გაათავისუფლეს, ისევ დააკავეს

“საქართველოს სახალხო დამცველი ყურადღებით ადევნებს თვალს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. ამჟამად, სახალხო დამცველის წარმომადგენლები თბილისსა და ბათუმში დაკავებული პირების სანახავად მიემართებიან. ასევე, მათ შორის, იმყოფებიან ალადაშვილის სახელობის კლინიკაში, სადაც ერთ-ერთი დაკავებულია განთავსებული.

სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავებს, არ შეზღუდონ პროტესტის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. სახალხო დამცველი შეისწავლის სამართალდამცავების მხრიდან აქციის მონაწილეთა მიმართ გამოვლენილ არასათანადო მოპყრობის ფაქტებს და მოახდენს კანონშესაბამის რეაგირებას.

დაკავებული და დაშავებული პირების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი საზოგადოებას მოგვიანებით მიაწვდის.

ამასთან, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ უფლებადარღვევის ფაქტების შესახებ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია შეგიძლიათ მოგვაწოდოთ სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზის ნომერზე – 1481”,- აღნიშნულია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g