LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელფასო ფონდი იზრდება: საჯარო სექტორში საბაზო ხელფასი 1100 ლარი იქნება

1069
xelfasi

2022 წლის ბიუჯეტის განახლებული ვერსიით, მთავრობის სახელფასო ფონდი წელს 177 მილიონი ლარით, 1.83 მილიარდ ლარამდე იზრდება. ამის შესახებ საუბარია 2022 წლის ბიუჯეტის გადამუშავებულ ვერსიაში.

ამავე დოკუმენტის თანახმად, საჯარო მოხელეთა საბაზო სახელფასო სარგო რაც 2017 წლიდან მოყოლებული 1000 ლარით განისაზღვრება, 2022 წლიდან, მინიმუმ 1100 ლარამდე გაიზრდება.

ცნობისთვის, საბაზისო თანამდებობრივი სარგო არის საწყისი წერტილი, რომლითაც საჯარო სამსახურში სრულ განაკვეთზე დასაქმებული პირის ხელფასი განისაზღვრება. უწყებებს თავიანთი განაწესის მიხედვით განსაზღვრული აქვთ კოეფიციენტები, რომლებზეც საბაზისო სარგო მრავლდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები