საქართველოს პარლამენტში დეპუტატები 2020 წელს განხორციელებული საიდუმლო საქმიანობისა და სპეციალური პროგრამების შესახებ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოხსენებას ისმენდნენ.
ნდობის ჯგუფის სხდომის ფარგლებში მოხსენებით სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროს ანზორ ჩუბინიძე გამოვიდა.
სხდომის დასრულების შემდეგ მას კომენტარი არ გაუკეთებია.
მოგვიანებით თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ აღნიშნა, რომ სამსახური ეფექტიანად მუშაობს და დასაცავი პირების და ობიექტების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს:
“სამსახური ეფექტიანად ახდენს დასაცავი პირების და ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ასევე საქართველოში ვიზიტად მყოფი მაღალი და უმაღლესი თანამდებობის პირების უსაფრთხოებას, მის საქმიანობას მაღალ შეფასებას აძლევენ ასევე საერთაშორისო პარტნიორები.” – განაცხადა ბერაიამ.
მან დღევანდელი მოხსენება შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს იყო ძალიან საინტერესო მოსმენა და საინტერესო დისკუსია.