იმერეთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის ინფორმაციით, მოხდა 45 ჩაკეტილი სოფლის გახსნა.
„დილიდან 150 ერთეული ტექნიკით სამუშაოები ისევ განახლდა, რათა დარჩენილ 60 სოფელშიც შევიდეს ტექნიკა. სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ძალები. ჯარისკაცები და სამხედრო ტექნიკა სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში არიან განაწილებულები.
ლევან ჟორჟოლიანი: „გურიაში ძირითადი გზების 80% გაწმენდილია, 29 000-მდე აბონენტს აღუდგა ელექტროენერგია, გაზმომარაგება კი – დაზიანებული აბონენტების ნახევარზე მეტს“
„„ჩვენ გვაქვს რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულება, რომელზეც დავალებები გაიცემა შტაბის შეხვედრებზე დღის დასაწყისში და დღის ბოლოს ვიბარებთ ანგარიშს.“
ნაწილობრივ აღდგა ელექტროენერგიის მიწოდება, დარჩენილია 9120 აბონენტი. შეწყვეტილია სასწავლო პროცესი სკოლებისა და ბაღების ნაწილში“. – აცხადებენ სახელმწიფო რწმუნებულის აპარატში.
„მეხანძრე-მაშველები გურიის რეგიონში მოქალაქეების დახმარებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობენ“ – შსს