LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელმწიფო უცხოეთში ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების გადანერგვას დააფინანსებს – კიდევ რა ცვლილებებია აჭარის ჯანდაცვაში

201
238230122

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის  ბიუჯეტის კანონის პროექტის ფარგლებში, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტისა და პროგრამების საჯარო განხილვა გაიმართა.

სამინისტრომ ფინანსური დოკუმენტი ექსპერტებს, სამედიცინო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო.

გეგმის თანახმად აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 2020 წლის ბიუჯეტი მიმდინარე წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან მიმართებაში 3 237 365 ლარით გაიზრდება (18%) და  21 000 000 ლარი იქნება. სამინისტრო საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად 36 პროგრამას განახორციელებს.

 

2020 წელს დაგეგმილი სიახლეები ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებები

მოსახლეობის საზღვარგარეთ მკურნალობის თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში:

 2020 წლიდან პირველად მოხდება 18 წლამდე ასკის ონკოჰემატოლოგიური დაავადების მქონე პაციენტების ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების გადანერგვის დაფინანსდება უცხოეთის სამედიცინო დაწესებულებში.

სამინისტრო დააფინანსებს:

  • ძვლის ტვინის აუტოლოგიური ტრანსპლანტაცია -არაუმეტეს 100  000 ლარით;
  • ძვლის ტვინის ალოგენური ტრანსპლანტაცია – არაუმეტეს 180 000 ლარით;
  • ძვლის ტვინის ჰაპლოიდენტური ტრანსპლანტაცია – არაუმეტეს 210 000 ლარით.

 

მოსახლეობის ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამის ფარგლებში:

გაიზრდება ონკოჰემატოლოგიური დაავადების მქონე პაციენტების (კერძოდ, მუცინიპალიტეტებში რეგისტრირებული)  ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის  დაფინანსება, რომლებიც ოპერაციას საქართველოში ჩაიტარებენ:

–         ძვლის ტვინის აუტოლოგიური  ტრანსპლანტაცია მაღალდოზირებული ქიმიოთერაპიით, ტრანსპლანტაციის წინა და პოსტტრანსპლანტაციური პერიოდის მართვით, ბათუმში რეგისტრირებულ პაციენტებს დაუფინანსდება 80 000 ლარით (დამატებით 20 000 ლარს გამოყოფს ქ. ბათუმის მერია). აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებულ პაციენტებს  კი – 100 000 ლარით.

–         ძვლის ტვინის ალოგენური ტრანსპლანტაცია – ბათუმში რეგისტრირებულ პაციენტებს დაუფინანსდება 130 000 ლარით (დამატებით 20 000 ლარს გამოყოფს ქ. ბათუმის მერია). ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებულ პაციენტებს  – 150 000 ლარით.

 

ღვიძლის ტრანსპლანტაცია

ასევე, ამავე პროგრამის ფარგლებში გაიზრდება ღვიძლის ტრანპლანტაციის დაფინანსება, კერძოდ: ბათუმში რეგისტრირებული პაციენტებისათვის ნაცვლად 65 000 ლარისა დაფინანსდება  70 000 ლარით (დამატებით 30 000 ლარს გამოყოფს ბათუმის მერია). აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებულ პაციენტების კი სამინისტრო – 100 000 ლარით დააფინანსებს.

გაფანტული სკლეროზის მკურნალობა მაღალეფექტური, ძვირადღირებული მედიკამენტით ნაცვლად 10 პაციენტისა დაუფინანსდება 18 პაციენტს.

ასევე 2020 წელს პირველად დაგეგმილია რევმატოიდული ართრიტის მძიმე ფორმით დაავადებული პაციენტების მკურნალობის დაფინანსება ძვირადღირებული ბიოლოგიური მედიკამენტებით.  პროგრამის მოსარგებლეებად განისაზღვრნენ პაციენტები, რომელთაც აქვთ რევმატოიდული ართრიტის მძიმე ფორმა, უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში ჩატარებული აქვთ მკურნალობა დაავადების მამოდიფიცირებელი ანტირევმატოიდული მედიკამენტებით, მაგრამ კვლავ აღენიშნებათ რევმატოიდული ართრიტის მაღალი აქტივობა.

 

სოციალური დაცვის მიმართულებით:

2020 წლიდან სამინისტრო პირველად გეგმავს მზრუნველობამოკლებულ  პირთა რეინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამის ამოქმედებას, რომლის მიზანია მზრუნველობამოკლებულ (სახელმწიფო მზრუნველობის შეწყვეტის შემდეგ)  ასაკის  პირთა მატერიალური მხარდაჭერა, დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადების ხელშეწყობა, საზოგადოებაში სრული რეინტეგრაცია.

პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს 18-დან 25 წლამდე ასაკის პირები, რომლებიც აღარ იმყოფებიან სახელმწიფო ზრუნვაში, არ ჰყავთ თანადგომის ქსელი და ვერ ხერხდება მათი  ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრაცია. პროგრამა აქტუალურია იმითაც, რომ სახელმწიფო მზრუნველობის შეწყვეტის შემდეგ მათი უმრავლესობა განიცდის არამარტო ეკონომიკურ პრობლემებს, არამედ არ გააჩნიათ საცხოვრებელი ფართი (სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე). პროგრამის   განხორციელება   ხელს   შეუწყობს   მათი  მატერიალური  მდგომარეობისა და ყოფითი პირობების გაუმჯობესებას, პროფესიული განათლების მიღებისა და შემდგომი დასაქმების პერსპექტივით, რისთვისაც გათვალისწინებულია 465 ლარამდე თვეში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g