LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები სახელმწიფო ენერგეტიკულ კომპანიებში ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან

133
სტუ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტების ბაკალავრიატის საფეხურის მე-3 და მე-4 კურსის მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები სახელმწიფო ენერგეტიკულ კომპანიებში ერთწლიან სტაჟირებას გაივლიან.

აღნიშნული პროგრამის შესახებ პირველი შეხვედრა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა. სტუდენტებს სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსმა ჯუბო ტურაშვილმა სტაჟირების დეტალები გააცნო. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი ჯაბა ხმალაძე.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მაღალკვალიფიციურ კადრებთან ურთიერთობით გაიზარდოს ახალი თაობა, რომელიც მომდევნო ათწლეულებში ენერგეტიკული კომპანიების გამართული მუშაობის შენარჩუნებას შეძლებს. ეს პროგრამა სტუდენტებს მისცემს საშუალებას, რომ უნივერსიტეტების დასრულების შემდეგ დარგში მივიდნენ როგორც უკვე გამოცდილების მქონე პროფესიონალები,“ – განაცხადა ჯუბო ტურაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ  სტაჟირების პროგრამა სხვა პროფილის სტუდენტების სტაჟირებასაც გულისხმობს. სტაჟირების პროგრამის მიმართულებებია: ელექტროენერგეტიკა და ელექტრო ინჟინერია; თბოენერგეტიკა; ავტომატიზებული მართვის სისტემები; იურიდიული; ეკონომიკური; აღრიცხვის კონტროლი; აღრიცხვის ავტომატიზებული სისტემები; ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიები; ინჟინერ-გეოდეზია; სამთო გეოლოგია/ გეოინჟინერია; გაზით ვაჭრობა; ენერგეტიკული ბაზრის მართვა; გარემოს დაცვა და ქიმია.

პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ სტაჟირების გავლის შემდგომ შესაძლებელია, რომ დამსაქმებელსა და სტაჟიორს შორის შრომითი ხელშეკრულება გაგრძელდეს.

magti 5g