LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სახის“ ვარსკვლავი, სკანდალის მიუხედავად, მაინც გახსნა – „ჩვენს თაობას სახე ვერ აახიეს…“

535

პიარმენეჯერი მაცაცო კევლიშვილი წერს იმ შთაბეჭდილებების შესახებ, რომელიც 14 მაისს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ჯგუფ „სახის“ 20 წლის იუბილეზე მიიღო. შეგახსენებთ, რომ ჯგუფმა იუბილეც იზეიმა და მათი სახელობის ვარსკვლავიც გაიხსნა ფილარმონიის წინ.

„სახემ სახე აიხია, აგვახია და აახია მათ, ვისაც ესაჭიროებოდა.

20 წლის იუბილეზე დუეტმა დუეტში ყველასთან ანშლაგი დადო.

17-წლიანი პაუზის შემდეგ მინიმუმ საზაფხულოდ სახე ისევ ტრიო გახდება – გოგა გირჩელს კახაბერ კუწურიე ჩაანაცვლებს.

ზაფხულშივე ვნახავთ, სახე შეჭამს კახუჩელას თუ კახაბერი და ყარაჩოხელები გველის.

ვარსკვლავი ოქიტას გარეშე, ბესელკების წკაპა-წკუპით გაიხსნა. მე მაპატიე, ოქიტ, ყველამ ვინც იმ საბჭოში ხელები ასავსავეთ, შალომ ისრაელს, მაგრამ არ მგონია, დიდ საკონცერტო დარბაზთან ვარსკვლავად დასვენებულებს მორის ჯანაშვილი ევარსკვლავებოდეთ.

დასკნა: კაი იყო, დათოები ჩვენსავით, ქუჩის ბიჭებიც სადღაც მანდ, თიკა ჯამბურია დაქალებულა, მაიკო კაჭკაჭიშვილი გამხდარია, კახაბერს ხანუმები სახლში დაუტოვებია, Poetry’n’motion დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ დათომ ისევ ისეთები არიანო… (ამ ორი ჯგუფის კონცერტზე სამივეჯერ სახეს ვუსმენდი და ვუყურებდი), გუფი დრამით ყველაფერს უხდება 🙂

ჩვენ გავიმარჯვეთ! #სახე ვერ აგვახიეს ჩემს თაობას.

PS მთელი ტფილისი იქ ვიჯექით“ – აღნიშნა სტატუსში მაცაცომ.

დათო ოქიტაშვილმა, რომელიც ამ ვარსკვლავის გახსნაში მონაწილეობას არ იღებდა, განაცხადა, რომ ჯგუფმა ვარსკვლავი საკუთარ თავს გაუხსნა და ამის შესახებ დღეს საკრებულოში იმსჯელებენ. ამ თემაზე წინა დღეებში ბევრი სკანდალური განცხადება გაკეთდა როგორც „სახის“, ასევე დათო ოქიტაშვილის მხრიდან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g