LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახლი ყვავილებში – კანიე უესტის სიურპრიზი მეუღლეს

113

კიმ კარდაშიანისთვის კვირა უჩვეულოდ გათენდა. ახალგაღვიძებულმა ვარსკვლავმა აღმოაჩინა, რომ ყვავილებში ცურავდა.

3 შვილის დედამ, ,,ინსტაგრამის სთორიში” ვიდეო ატვირთა, რომელშიც უზარმაზარი თაიგულები ჩანს.

,,კვირას ამ ულამაზეს ყვავილებში გავიღვიძე,” – ამბობს ვიდეოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სატელევიზიო სახე.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა რეპერი მეუღლეს მსგავს საჩუქარს უკეთებს. 2015 წელს, დედის დღეზე, მან კიმს, რომელიც ბრაზილიაში იმყოფებოდა, ათასობით თეთრი ვარდი გაუგზავნა, სიყვარული დღეს კი სახლის კედელზე ვარდისა და ორქიდეის ინსტალაცია მოუწყო.

ვარსკვლავური წყვილის საყვარელი ყვავილი სწორედ თეთრი ვარდია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები