როგორც ცნობილია, კიანუ რივზი გაძარცვეს. მძარცველები მსახიობის, ლოს-ანჯელესში მდებარე სახლში შეიჭრნენ, ჩალეწეს ფანჯრები და მსახიობის საყვარელი ნივთი, ცეცხლსასროლი იარაღი მოიპარეს. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ვერ მოხერხდა კრიმინალების დაპატიმრება.
მძარცველები კიანუ რივზის სახლში შეიჭრნენ და მისთვის ძვირფასი ნივთი მოიპარეს
მომხდარის შემდეგ, კიანუ პირველად გადაიღეს. ის თავის ჯგუფთან Dogstar-თან ერთად ტურნეში ტორონტოში იმყოფება. ამ დღეს მსახიობსა და მომღერალს ჯინსის შარვალი, ნაცრისფერი ჰუდი და ქურთუკი ეცვა.
ცნობისთვის, ეს პირველი შემთხვევა არ გახლავთ, კიანუ 2014 წელსაც გაძარცვეს.