სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი თათა ფერაძე Facebook-ზე წერს, რომ უკრაინელი მუსიკოსი სვიატოსლავ ვაკარჩუკი, რომელიც Tbilisi Open Air-ზე გამოდის, ხმის შემოწმებაზე იმყოფებოდა, რა დროსაც მის სახლში მყოფმა უკრაინელმა გოგონამ მუსიკოსის ხმა გაიგო და ვაკარჩუკის გასაცნობად წაყვანა ითხოვა.
„სახლში მყავდა ჩვენი უკრაინელი გოგო თავისი პატარა ძმით, გაიღვიძა დილით და ნაცნობი ხმა ესმის ( Open Air -ს წინ ვცხოვრობ), (ხმის შემოწმებაზე იყო ვაკარჩუკი) და გაბრწყინებული სახით მეკითხება თათა ეს ის არის რაც მგონია? კი ის არის!
წავიყვანეთ გასაცნობად, აი შედეგიც“, – წერს თათა ფერაძე.