LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სახლში რომ დავბრუნდი ბებიაჩემმა მითხრა „ვეღარ გცნობო“.. მერე მე მივხვდი, რომ დამოუკიდებლობა არის ეგ – როდესაც შენ ვეღარ გცნობენ“ – გიორგი კეკელიძე დამოუკიდებლობის განცდის შესახებ

138
ნინი შერმადინი (3)

მწერალმა გიორგი კეკელიძემ დამოუკიდებლობის განცდის შესახებ „თაიასთან“ პოდკასტში ისაუბრა და პირადი მოგონებებით აღწერა ის მომენტი, როდესაც პირველად გააცნობიერა მისი მნიშვნელობა.

როგორც გიორგი კეკელიძე იხსენებს, მისთვის დამოუკიდებლობის პირველი შეგრძნება სკოლაში მარტო წასვლას უკავშირდება.

„მახსოვს დღე, როდესაც მარტო წავედი სკოლაში. მაშინ მივხვდი პირველად, რომ ამ დამოუკიდებლობას, ისევე როგორც ყველა სხვა დანარჩენს – აქვს თავისი ფასი. მარტო როცა წავედი, ვეჩხუბე ვიღაცეებს, ძაღლი გამომეკიდა, შარვალი გამეხა, უკან დაბრუნებისას ტალახში ფეხბურთი ვითამაშე და იქაც ჩხუბი მომივიდა.

სახლში რომ დავბრუნდი ბებიაჩემმა მითხრა „ვეღარ გცნობო“ და მერე მე მივხვდი, რომ დამოუკიდებლობა არის ეგ – როდესაც შენ ვეღარ გცნობენ“, – აღნიშნა გიორგი კეკელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g