LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკონსტიტუციო ცვლილებით, კადიროვი, „ხალხის მამა“ გახდა

146
რამზან კადიროვი

ჩეჩნეთის პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილება მიიღო, რომლითაც რეგიონის მეთაურის, რამზან კადიროვის თანამდებობის დასახელება დააკანონა.

ჩეჩნურ ენაზე კადიროვი გახდა – „მეხკ-და“ [Мехк-Да]. როგორც რადიო „თავისუფლება“ წერს, მედია-პროექტი Кавказ.Реалии-ის ცნობით, ეს სიტყვა ნიშნავს „მხარის მამას“, მაგრამ გამოიყენება „ხალხის მამის“ მნიშვნელობით.

საკანონმდებლო წინადადების ავტორი ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარე მაჰომედ დაუდოვია. საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირებას, განხილვას და დამტკიცებას თვეზე ნაკლები დრო დასჭირდა.

„ამ ცვლილების მიზანია რეგიონის ხელმძღვანელის ტიტულის ჩეჩნურ ენაზე ერთგვაროვნების დამყარება, რომელიც სახელმწიფო ენაა ჩეჩნეთის რესპუბლიკაში.“ – დაწერა ჩეჩნეთის პარლამენტის სპიკერმა მაჰომედ დაუდოვმა Telegram-ის არხში დაწერა.

რამზან კადიროვი – უკვე 15 წელია ვხელმძღვანელობ რესპუბლიკას, უკვე მოხუცი ვარ, მგონია, რომ ჩემი დროც დადგა, ვეცდები დროულად წავიდე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g