LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკრებულომ პრინციპული გადაწყვეტილება მიიღო – გიორგი ტყემალაძე

125

“საკრებულომ მიიღო ნამდვილად პრინციპული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისადაც ჩვენს ქალაქში აშენდება უპრეცედენტოდ დიდი სარეკრეაციო ზონა,” – ამის შესახებ საკრებულოს თავჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ტყემალაძემ, საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება თბილისს პარკინგის პრობლემასაც შეუმსუბუქებს.

“ეს გადაწყვეტილება თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია, სწორედ ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებოდა მარტივ მამრავლებად დაშლილი “ნაციონალური მოძრაობა”, რომელსაც არა აქვს ნამდვილად მანდატი და მხარდაჭერა საზოგადოების. მიგვაჩნია, რომ ამ გადაწყვეტილებით ხელი შევუწყეთ იმას, რომ ჩვენი ქალაქისთვის უპრეცედენტო სარეკრეაციო ზონა იქნება შექმნილი.

“მეორე საკითხი ეხება მიწისქვეშა ავტოსადგომებს. ჩვენთვის, ყველასთვის ცნობილია, რომ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მოსახლეობისთვის ქალაქისთვის სწორედ დამატებითი საპარკინგე სივრცეების შექმნაა და სწორედ ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ ამ კომპანიამ მომავალში უკვე განახორციელოს მიწისქვეშა ავტოპარკინგების მოწყობა,” – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

25 მომხრე და 3 წინააღმდეგი – თბილისის საკრებულომ სადავო საკითხი დაამტკიცა. პუშკინის სკვერთან,  მიწისქვეშა ავტოსადგომის ასაშენებლად მიწის ნაკვეთს ფუნქციური ზონის სტატუსი შეეცვალა.

კენჭისყრას წინ უძღოდა ხმაური და დაპირისპირება. საკრებულოს დაცვამ მერობის კანდიდატები, ელენე ხოშტარია და ზაალ უდუმაშვილი, დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა. სხდომათა დარბაზთან მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციაც.

ოპოზიცია საკითხის დღის წესრიგიდან ამოღებას ითხოვდა. მათი განმარტებით, აღნიშნული მიწის ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიისთვის გადაცემა იგეგმება.

magti 5g