მიზეზი, რის გამოც, საკრებულოს “ქართული ოცნების” წევრებმა ლევან ხაბეიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების დაბალი ხელფასებია. ხაბეიშვილი სწორედ ამ საკითხზე საუბრობდა.
ერთ-ერთი თანამშრომელი ნანა ჯუღელი ამბობს, რომ მათი ხელფასი თვეში 196 ლარია. მისი თქმით, ოცივე თანამშრომელმა ხელფასის მომატების თხოვნით საკრებულოს ყველა სამსახურს მიმართა, თუმცა, არავინ დაეხმარა, რის შემდეგაც დახმარება ლევან ხაბეიშვილს სთხოვეს.
“საკრებულოში ყველას მივმართეთ, ვისაც შეიძლებოდა, რომ ჩვენი სიტუაცია შეხებოდა. ყველგან ვიყავით ხელფასების მომატების მოთხოვნით. იმიტომ რომ, 196 ლარს ვიღებთ ხელზე. ეს არის აუტანელი, ძალიან დაბალი ხელფასებია. მაგრამ არავინ მოგვისმინა. ვითომ გულთან მიიტანეს, დაგვპირდნენ მომატებას. დაველოდეთ ტენდერს, რომელიც ჩატარდა. შემოვიდა კომპანია, რომელმაც ისევ დაბალი ხელფსები შემოგვთავაზა. მოვითხოვეთ, რომ სატენდერო პირობებში ჩადებულიყო მაღალი ხელფასი, როგორც ეს ხდება იუსტიციის სახლში. უარი გვითხრეს, კანონს ვარღვევთო. ამის შემდეგ 20-ვე დამლაგებელმა ქალმა მივმართეთ ლევან ხაბეიშვილს დახმარების თხოვნით და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ“, – თქვა ნანა ჯუღელმა.
ფიზიკური დაპირისპირება საკრებულოში – ნაცემია ლევან ხაბეიშვილი (ვიდეო)