LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკუთარ თავს შევიწყალებ: ბარაკ ობამა კანონს არღვევს და ფსონებს დებს

29

ბარაკ ობამამ აღიარა, რომ სუპერბოულზე ფსონებს დებს და მერე გამარჯვებულ ან დამარცხებულ გუნდს ურეკავს.

აშშ-ს პრეზიდენტს სისხლის სამართლის დევნის არ ეშინია.

სტივენ კოლბერთან ინტერვიუში (The Late Show) აშშ-ს პრეზიდენტმა აღიარა, რომ აზარტულ თამაშებს ეტანება.
”სუპერბოულის ყველა თამაშის შემდეგ გამარჯვებულ გუნდს მისალოცად ვეხმიანები. ზოგჯერ კი დამარცხებულებსაც ვურეკავ, განსაკუთრებით თუ მათზე ფსონი მქონდა დადებული”, – თქვა ობამამ.

როდესაც წამყვანმა შეახსენა, რომ აშშ-ში სპორტზე ფსონების დადება თითქმის ყველა შტატში აკრძალულია, ობამამ უპასუხა: ”მე პრეზიდენტი ვარ, საკუთარ თავს თვითონ შევიწყალებ”.

ბოლო სუპერბოულში ”დენვერმა” ”კაროლინას” 24:10 მოუგო.
50-ე სუპერბოული 112 მილიონმა ადამიანმა ნახა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები