LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკუთარ თავზე დაქორწინებულმა ქალმა განქორწინება გადაწყვიტა

109
0_PAY-Influencer-divorces-HERSEL

ბრაზილიელი მოდელი, რომელიც დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს, ქორწილიდან ერთი წლის შემდეგ თავის თავს გაეყარა. ამის შესახებ Daily Star წერს.

36 წლის სიულინ კერი თავის თავზე 2023 წელს დაქორწინდა. ქალის თქმით, ის მარტოსულობას გაურბოდა და თავის თავთან ჰარმონიის პოვნა სცადა. ამისათვის, საქორწინო ცერემონიის ჩატარების გარდა, ქალმა ოჯახური თერაპიაც გაიარა და მასაც მარტო ესწრებოდა.

კერი განქორწინების მიზეზად საკუთარი თავით დაღლას ასახელებს. „მივხვდი, რომ საკუთარ თავზე დიდ ზეწოლას ვახდენდი და ეს ძალიან მღლიდა. საკუთარ თავთან ქორწინების დროსაც მნიშვნელოვანია ჩვენი ნაკლების მიღება.“

როგორც მოდელი ამბობს მას საკუთარი თავის მიღების და აღიარების გრძელი გზის გავლა მოუწია და ურთიერთობებისთვის ახლა უკვე მზადაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები