LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საკუთარი არსებობისთვის იბრძვით და ამავდროულად, ღრმა რეფორმებს ატარებთ.. შესანიშნავ პროგრესს მიაღწიეთ. მომავალ კვირას ამას დავადასტურებთ“ – ურსულა ფონ დერ ლაიენი

150
Untitled design (2)

ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, „ევროკავშირისკენ გზაზე უკრაინამ შესანიშნავ შედეგს მიაღწია“. როგორც ლაიენმა კიევში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ევროკავშირზე შთაბეჭდილება მოახდინა იმ რეფორმებმა, რომლებსაც უკრაინა მიმდინარე ომის პარალელურად ახორციელებს.

„უნდა ვთქვა, რომ შესანიშნავ პროგრესს მიაღწიეთ. მომავალ კვირას ამას დავადასტურებთ, როდესაც ევროკომისია გაფართოების შესახებ თავის ანგარიშს წარადგენს.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საკუთარი არსებობისთვის იბრძვით და ამავდროულად, ღრმა რეფორმებს ატარებთ საკუთარ ქვეყანაში. სასამართლო სისტემის რეფორმას ახდენთ, ოლიგარქების გავლენას ებრძვით, ფულის გათეთრებას ებრძვით…

ვიცი, რომ გამორჩეული რეფორმების დასრულების პროცესში იმყოფებით. თუ ეს მოხდება, ამაში დარწმუნებული ვარ, მაშინ გაწევრიანების პროცესის შემდგომ ეტაპზე გადასვლის უკრაინული ამბიციური მიზანი მიღწეული იქნება“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

magti 5g