რიგითი და ცნობილი ადამიანების ყოველდღიურ რაციონში ბევრი განსხვავებული პროდუქტი შედის, თუმცა არსებობს საკვები, რომელსაც ყველა თანაბრად აღიარებს.
დღესდღეობით პიცა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საჭმელია. არსებობს მისი მომზადების ასზე მეტი რეცეპტი, მთავარი კი ის არის, რომ იგი თანაბრად სასურველია ყველასთვის: მუშებისთვის, მენეჯერებისთვის და მსოფლიოში ცნობილი ადამიანებისთვის.
გთავაზობთ რამდენიმე ცნობილ ადამიანს, რომლებიც პიცისადმი სიყვარულს არ მალავენ.
სკარლეტ იოჰანსონი
“ყველანაირი პიცა მიყვარს, გარდა ისეთისა, რომელსაც ანანასები ან ანჩოუსები აქვს მოყრილი”
ბიონსე
“კვირა დღე მაქვს გამოყოფილი იმისთვის, რომ რაც მიყვარს და მინდა ყველაფერი ვჭამო. ყველაზე ხშირად ეს პიცას შეეხება, რაზეც უბრალოდ ვგიჟდები”
მერაია ქერი
“მე ბუ ვარ და დილის 5 ან 6 საათზე ვწვები დასაძინებლად. შესაბამისად ვიღვიძებ 2-3 საათზე, არ მაქვს საუზმე, ამიტომ უბრალოდ ვჭამ ნაჭერ პიცას”
გვინეტ პელტროუ
“სახლის ეზოში პიცისთვის სპეციალური შეშის ღუმელი გვაქვს – ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანური და საყვარელი შენაძენი, რაც ცხოვრებაში გამიკეთებია”
ელენ დეჯენერისი
“მუდმივად მაქვს იდეა – შევუკვეთო ორი დიდი პორცია პიცა”
ჯასტინ ბიბერი
“არსებობს წესი, რომ მომღერალმა სცენაზე გასვლის წინ რძის პროდუქტები უნდა მიიღოს, მაგრამ მე არასოდეს ვიცავ წესებს და სცენაზე გასვლის წინ პიცას ვჭამ”
გვენ სტეფანი
“იცით თუ არა, რომ ჩემს მეორე მეს ხანდახან უბრალოდ პიცის ჭამა და დასაძინებლად წასვლა უნდა”
ჯენიფერ ლოურენსი
“მინდა, პიცაზე ჩემი სახე იყოს გამოსახული”
კეტი პერი
“პიცის მიმართ სექსუალური დამოკიდებულება მაქვს. სანამ ერთ ლუკმას მაინც არ შევჭამ, მუდმივად მასზე ვფიქრობ”








