მსოფლიო ბანკი გლობალურ რეცესიას ელის. „რუსეთის შეჭრამ უკრაინაში შეიძლება გამოიწვიოს გლობალური რეცესია, რადგან საკვების, ენერგიისა და სასუქის ფასი იზრდება“, – აცხადებს მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელი, დევიდ მალპასი. მისი თქმით, რთულია იმის დანახვა, როგორ შეიძლება რეცესიის თავიდან აცილება.
„თვალს ვადევნებთ რა გლობალურ მთლიან შიდა პროდუქტს, ახლა, ძნელია იმის დანახვა, თუ როგორ ავიცილებთ თავიდან რეცესიას”, – აღნიშნა მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელმა.
შეგახსენებთ, გასულ თვეში მსოფლიო ბანკმა გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3,2%-მდე შეამცირა.