„ლივერპულის“ ფეხბურთელმა მო სალაჰმა იფიქრა, რომ რეპორტიორ გოგონას მისი კოცნა უნდოდა და განზე გახტა.
ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის ტრანსლაციისას სახალისო მომენტი გულშემატკივრებმა აღმოაჩინეს.
თამაშის დასრულების შემდეგ „ლივერპულის“ ერთ-ერთი ლიდერი და გოლის ავტორი ინტერვიუს აძლევდა. ჟურნალისტი ფეხბურთელისკენ დაიხარა, ეგვიპტელს რომ ხმაურში კითხვა უკეთ გაეგონა, თუმცა სალაჰს ეგონა, რომ ქალი საკოცნელად გაიწია და თავადაც გვერდზე გადგა.
ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ლივერპულმა“ 2:0 აჯობა „ტოტენჰემს“ და ევროპის უპრესტიჟულესი თასი ისტორიაში მეექვსედ მოიპოვა.
Mo Salah thought the reporter was going in for a kiss so he raised his hand to stop her ?? pic.twitter.com/MTCKHq2YFq
— Footy Humour (@FootyHumour) June 4, 2019