LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სალაშქროდ მივდიოდოთ ბუბას მთაზე, ანუ იქ, საიდანაც დაიწყო მეწყერი… არავის მოვუკითხივართ, არც ის ვიცი, დაკარგულ ადამიანთა რიცხვი რა პრინციპით ითვლებოდა” – რას ჰყვება შოვის ტრაგედიას გადარჩენილი

4187
ფორტუნა - 2023-08-09T133542.310

შოვში 3 აგვისტოს მეწყერს ნიკა კაკაბაძე შემთხვევით გადაურჩა. ის მეგობრებთან ერთად სალაშქროდ მიდიოდა და საშვიც აღებული ჰქონდა.

ნიკა კაკაბაძე წერს, რომ შოვს რომ მიუახლოვდა, პროცესი უკვე 10 წუთის დაწყებული იყო.

„სალაშქროდ მივდიოდოთ ბუბას მთაზე, ანუ იქ, საიდანაც დაიწყო მეწყერი. ონში საშვის აღების პროცესი გაიწელა, რაც საბედისწერო აღმოჩნდა. შოვში რომ შევდიოდით, პროცესი უკვე 10 წუთის დაწყებული იყო, მანქანები გამორბოდნენ და შეტრიალდით, შეტრიალდითო, გვიყვიროდნენ. ხალხი ტიროდა. გამოვბრუნდით და გლოლიდან უძირო ტბისკენ დავიძარით (ვინც იცოდა, რომ რაჭაში ვიყავით, ყველა გვთხოვდა, მაშინვე უკან წამოვსულიყავით, თუმცა უსაფრთხოების მიზნითაც კი ამ მთაზე ასვლა ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო. პირველ აღმართზე გვესმოდა ადიდებული მდინარის ხმა და ვხედავდით მასში მოქცეულ ხეებსა და სახლების კედლებს. ამ ამბავს მერე კიდევ დავუბრუნდები, მაგრამ ახლა მარტო ერთი რამის თქმა მინდა.

ონში, სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტში ჩაიწერეს სამივეს მონაცემები. იცოდნენ, რომ ზუსტად იქ მივდიოდით, სადაც ტრაგედიის ეპიცენტრი იყო. ამ დღეების განმავლობაში, არავის მოვუკითხივართ. არც ის ვიცი, დაკარგულ ადამიანთა რიცხვი რა პრინციპით ითვლებოდა, რადგან თუკი ჩვენთან არ გადაამოწმეს, მაგ სიაში უნდა ვყოფილიყავით.

უძირო ტბიდან დაბრუნების შემდეგ თავად მივწერეთ, რომ უვნებლად ვიყავით და თბილისში დავბრუნდით. მივიღეთ პასუხი:

უი, თქვენ ხომ აიღეთ შოვის საშვები და როგორ ხართ?“. – წერს ნიკა კაკაბაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, 3 აგვისტოს, რაჭაში, შოვში მეწყერი ჩამოწვა. ამ დროისთვის ცნობილია 20 გარდაცვლილის შესახებ, 13 ადამიანის სამძებრო სამუშაოები კი ამ დრომდე გრძელდება.

შოვში კიდევ ერთი, მე-20 ადამიანის ცხედარი იპოვეს

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები