“თავიდანვე შევნიშნე, რომ კომპანიაში ისე არ იყო საქმე, როგორც უნდა ყოფილიყო, მენეჯმენტს ისე არ მიყავდა საქმიანობა, როგორც უნდა მიყავდეს კეთილსინდისიერ მენეჯერს,” – ამის შესახებ „რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორმა განაცხადა.
პაატა სალია პროკურატურის მიერ ნიკა გვარამიასთვის ბრალის წაყენებას ეხმაურება და ამბობს, რომ საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაცია აჩვენებს, რომ კომპანიის ინტერესების საზიანო გარიგება არის დადებული.
“კვალიფიკაციაც და საბოლოოდ დამნაშავეა თუ არა კონკრეტული პირი, ამასთან დაკავშირებით, დაადგენს სასამართლო, მე ამასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ. მე შემიძლია ვთქვა, რომ აქ ნამდვილად არის დანაშაულის ნიშნები. ზუსტად, კონკრეტულ თანხასთან დაკავშირებით, მე ასე ვერ გეტყვით, კონკრეტული თანხების გაანგარიშება რა საფუძველზე მოხდა, როგორ მოხდა, თუმცა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია მეც მქონდა, იმიტომ, რომ ეს არის საჯარო ინფორმაცია, განთავსებულია საჯარო რეესტრში და “ინტერმედიის” მიერ კონკრეტული თანხების არგადმორიცხვის შედეგად, თუ სხვა გარემოებების შედეგად, ფაქტია, რომ “ინტერმედიას” საკუთრებაში ჰქონდა უძრავი ქონება, რომელიც გადაცემულია შემდგომ სხვა პირისთვის,“ – განაცხადა პაატა სალიამ.
ნიკა გვარამიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით წაუყენეს, რაც უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.
პროკურატურის ინფორმაციით, მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ნიკა გვარამიას მიერ საწარმოს ხელძღვანელობით “რუსთავი 2-მა” 6 763 510 ლარი იზარალა.
"აი მთლად ასეთ სამარცხვინობას ნამდვილად არ ველოდი"
ხო გაგაფარჩაკე 7 წელი, ახლა ბოლომდე მივიყვან - გვარამიას პასუხი პროკურატურას
საქმე ეხება ინტერ-მედიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც ამ კომპანიას რეკლამა უნდა განეთავსებინა.