LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ასათიანი: „არაფერი ისე მკაფიოდ არ გამოხატავს მთელი პოლიტიკური “სპექტრის” სრულ აცდენას რეალური პოლიტიკისგან, როგორც ნამოხვანის ხალხის მიმართ ხელისუფლების ქცევა და ოპოზიციის დუმილი…“

331
salomeasastiani23045

სალომე ასათიანი სოციალურ ქსელში ნამახვანჰესთან დაკავშირებით პოლიტიკოსების პასიურობას ეხმიანება და წერს, რომ მათ განცხადებების გაკეთებას ამ თემაზე არავინ უშლის, თუმცა მათ აქტიურობას ვერ ვხედავთ.

„არაფერი ისე მკაფიოდ და შემზარავად არ გამოხატავს მთელი პოლიტიკური “სპექტრის” სრულ აცდენილობას რეალური პოლიტიკისგან, როგორც ნამოხვანის ხალხის მიმართ ხელისუფლების ქცევა და ოპოზიციის დუმილი (თითო-ოროლა გამონაკლისის გარდა).

აქამდეც ვგრძნობდით, ახლა უკვე ვიცით, რომ ეს “ძალები” ბევრ ფუნდამენტურ საკითხში ერთმანეთის ანარეკლები არიან და საკუთარი მოსახლეობის მიმართ მართლაც კოლონიზატორული დამოკიდებულება აქვთ, მსხვილი კაპიტალის სასარგებლოდ. ქვეყანაზე, დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე ყველა ცნება და ლოზუნგი, რომელსაც პოლიტიკოსებად წოდებულები ჟონგლიორებივით ისვრიან ხოლმე – “ლიბერალებიც” და “კონსერვატორებიც” – ფუყეა და გამოშიგნული.

ადამიანები აქ და ახლა იცავენ იმას, რაც მართებულად მათია და რასაც ართმევენ – გარემოს, მიწას, ბუნებას, ცხოვრების წესს, ტრადიციებს, თუ გნებავთ “გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას”. ახლა “პოლიტიკა” ხდება ნამოხვანში. მაგრამ ძალაუფლების ლანდებით აღგზნებულებს, ამ ლანდების დევნაში, ეს – საუბედუროდ – არც ესმით და არც აღელვებთ. და ეს თავად ნამოხვანის ხალხმა და აქტივისტებმა იციან ყველაზე კარგად“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები