LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ბაკურაძემ ნოდიკო ტატიშვილის სიყვარულის ამბავი გაამხილა – „თავს ვიკლავდი…“

223

ნოდიკო ტატიშვილმა და სალომე ბაკურაძემ რადიო „ფორტუნას“ ეთერში ახალი სიმღერის პრემიერა გამართეს. დიდი ხანია, დუეტის ჩაწერა სურთ და ეს მათი პირველი დუეტია, რომლისთვისაც მელოდია კონკრეტულად მათთვის დაიწერა. ნოდიკო და სალომე fortuna.ge-ს ესაუბრნენ.

სალომე:

როგორც იქნა, შედგა დუეტი, რომელზეც დიდი ხანია, ვფიქრობთ.

ნოდიკო:

სულ ვეუბნებოდით ერთმანეთს, დუეტი ხომ უნდა ჩავწეროთო, მაგრამ ისე გავიდა წლები, რომ ამ ამბავს თავი ვერ მოვაბით.

სალომე:

შეგვისრულებია დუეტებიც, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არ ყოფილა ჩვენთვის დაწერილი, ამიტომაც გვინდოდა და ვიბრძოდით ჩვენი დუეტისთვის. ვიდრე ამ სიმღერის პრემიერა შედგებოდა, ჩვენთვის გია მაჭარაშვილმა დაწერა საახალწლო დუეტი, თუმცა ის ჯერ არ ჩაგვიწერია, ახალი წლის კონცერტზე ცოცხალი თანხლებით შევასრულეთ. ძალიან კარგი, როგორც გია მაჭარაშვილს სჩვევია, ჰიტური კომპოზიცია შექმნა და ამან დიდი სტიმული მოგვცა, რომ კიდევ ერთი დუეტი შეგვესრულებინა.

ნოდიკო:

ამ საახალწლო სიმღერას ჩავწერთ და ალბათ, ნოემბერში გვექნება პრემიერა, ახლა კი მოვედით ახალი დუეტით, რომლისთვისაც მელოდია ლილიკო ნემსაძემ დაწერა. მას ჰქვია „ერთხელ წვიმიან ქალაქში“. ლექსის ავტორი ირინა სანიკიძეა, არანჟირება ბორიკო შხიანს ეკუთვნის, ჩავწერეთ „ბრავო რეკორდსში“. ცალკე აღსანიშნავია ლაშა თოფურიას ნამუშევარი, ის ამ კომპოზიციაში გიტარაზე უკრავს.

სალომე:

შეიძლება ითქვას, რომ 50-50-ზეა გიტარა და ჩვენ, იმდენად კარგად უკრავს, რომ ხაზის გასმა მინდოდა, გიტარას განსაკუთრებული ადგილი უკავია ამ ჩანაწერში და ამიტომ გამოვყავი, თორემ ზოგადად, ყველამ საუკეთესოდ იმუშავა.

ნოდიკო:

წეღან სალომე ამბობდა, რომ ამ სიმღერაში არ არის არანაირი მათემატიკა. იმას გულისხმობდა, რომ არის მელოდიური სიმღერა, როგორიც სჩვევია ლილიკო ნემსაძეს ყოველგვარი გამოგონებებისა და ზედმეტობების, ასე ვთქვათ, ჩალიჩის გარეშე.

სალომე:

ეს არის სიმღერა, რომელმაც ემოცია უნდა გამოიწვიოს. ვიტყოდი, რომ „ჩათენთილობაა“ (იცინიან).

ნოდიკო:

რომ არ იყო შეყვარებული, ამ სიმღერის მერე აუცილებლად მოგინდება სიყვარული (იღიმის), ვიღაცისთვის თავის მიდება.

სალომეს ჰყავს კარგი ბიჭი, რომელსაც ჩაეხუტება და შენ ვინმე გყავს, ნოდიკო?

(იღიმის) ამ სიმღერამ მომანდომა სიყვარული, ოღონდ მართლა ვამბობ, ჩემი სიმღერა რომაა, მაგიტომ არ ვამბობ. რამდენჯერაც მოვისმინე, იმდენჯერ წარმოვიდგინე, წვიმიან ქალაქში როგორ მივსეირნობ გოგონასთან ერთად.

სალომე:

ოღონდ ეს სიმღერა არ მოგითხრობთ ლაღ და გიჟურ სიყვარულზე, უფრო მელანქოლიურია. არის ბიჭზე და გოგოზე, რომელთაც ცალ-ცალკე ცხოვრება აქვთ, მაგრამ ძველი სიყვარული თავს არ ანებებს და ბოლომდე ახსენებს თავს.

ნოდიკო, გახსენდება ვინმე?

ბევრი, იმდენი მახსენდება…

სალომე:

სხვათა შორის, მინდა გავიხსენო, როგორ დავუმეგობრდი ნოდიკოს. მისთვის ძალიან სტრესული ვითარება იყო. ძალიან დიდ განცდებში იყო. უყვარდა გოგო, რომელიც ძალიან სტკენდა გულს და ეს არ ანებებდა თავს. ვიყავით ამ ეიფორიაში და ჩვენი დაეგობრებაც ამ ლავსთორიმ განაპირობა. მერე ეს გოგო ჩვენს კონცერტზე მოვიდა. სალომემ ისეთი ამბები ჩაატარა, სულ ჩახუტებულები ვმღეროდით.

სალომე:

არ ვიცი, რამდენად ვაეჭვიანეთ, მგონი, ჩვენ უფრო დაგვეგლიჯა ნერვები. ნოდიკო მაშინ პატარა იყო, სხვა ვარცხნილობით და სრულიად სხვა ჩაცმულობით. მე სულ ზურგს ვუმაგრებდი, ვაიმედებდი, მინდოდა, ამ გოგოსთან მივსულიყავით, მისთვის სახლი დაგველეწა…

ნოდიკო:

ხომ იცი, მეგობარი ყოველთვის ცდილობს, იმედი მოგცეს და გაგამხნევოს. გასახსენებლად ძალიან მაგარია, მაგრამ მაშინ თავის მოკვლა მინდოდა…

სალომე:

მართლა ძალიან დეპრესიული იყო…

ნოდიკო:

ისეთი სიყვარული არასდროს მომინდება. ახლა მხოლოდ კარიერა, ესაა ჩემი მოთხოვნილება, დღეს არავინ მიყვარს!..

სალომე:

ამის მიუხედავად, მაინც სულ ითხოვს – შეყვარებული მინდაო (იცინიან).

 

ნინო მურღულია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები