LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ბაკურაძეს საახალწლო სუფრას დედა და დედამთილი უმზადებენ: „მეუღლემ უკვე მისახსოვრა საჩუქარი…“

731
VIT_6914

მომღერალი სალომე ბაკურაძე საახალწლო ოჯახური ტრადიციების შესახებ fortuna.ge-ს ესაუბრება. როგორც ის ამბობს, მისი 9 წლის ვაჟი თოვლის ბაბუსთვის წერილის დაწერას აღარ ჩქარობს, თავად კი საჩუქარი მეუღლისგან, სასურველი ბრენდის ჩანთა, უკვე მიიღო.

სალომე, როგორია შენი საახალწლო ტრადიციები?

თუ სხვა ქალაქში ვიქნები, ყოველთვის ვცდილობ, მეუღლე და შვილი ჩემთან ერთად იყვნენ, თუ ისე მიხერხდება, რომ თბილისში მაქვს კონცერტები, სხვისთვის ახალი წლის მილოცვას რომ დავასრულებ, მერე სახლში ვბრუნდები (იღიმის). ის ხანა და ეპოქა აღარ არის, ძალიან ბევრ რესტორანში რომ დავრბოდით, ბევრ რესტორანში რეზიდენტი მუსიკოსებით აკეთებენ საღამოებს. ერთი მომღერალი რომ იყო ხუთ რესტორანში და ხუთ ბანერზე, ეს დიდი ხანია, აღარ ხდება. შეიძლება, საახალწლო ქუჩის კონცერტში ვმონაწილეობდე და მერე ერთი კონცერტი მქონდეს რესტორანში.

როდისმე ყოფილა ახალი წელი, როდესაც კონცერტი არ გქონია?

არ მქონია და არც მინდა, ასეთი ახალი წელი დადგეს. სიმღერით, გადაღებით ნამდვილად არ ვიღლები, მიუხედავად იმისა, რომ წინასაახალწლოდ ბევრი კონცერტია, დავდივართ ერთი რეგიონიდან მეორეში, მოსაყოლადაც რთულია, მაგრამ არასდროს მახსოვს, ნამდვილი დაღლილობა მეგრძნოს. არ მინდა ამის გარეშე. ბევრად სასიამოვნოა, ვიდრე დამღლელი.

ლაშას საახალწლო საჩუქრები როგორია?

უკვე მაჩუქა – ჩემი საყვარელი ბრენდის ჩანთა. 12 საათზე რომ უნდა გამოვაჩინოთ საახალწლო საჩუქარი, ეს ტრადიცია არ გვაქვს. ჩემთვის ძალიან სასურველი ჩანთა იყო…

სანტი რას ითხოვს საახალწლოდ?

9 წლისაა, მაგრამ შევატყვე, რომ თოვლის ბაბუსთვის წერილის დაწერას არ ჩქარობს, ეტყობა, ვიღაცისგან ყური მოჰკრა, რომ არ არსებობს…

საახალწლო სუფრას ვინ ამზადებს?

ან რესტორანი, ან დედაჩემი (იღიმის). ამ მხრივ ჩვენი ცხოვრება შედარებით მარტივია. როცა ჩემი დედამთილი საახალწლო სუფრას ამზადებს, ჩვენთვისაც ითვალისწინებს. მე უფრო სუფრის გაწყობა გამომდის. გოზინაყის მომზადებისას ვეხმარები ჩემს დედამთილს, რომელიც ლაშას დიდი ბებიის რეცეპტით ხელმძღვანელობს. სამჯერ აგრილებს… ორჯერ მოურევს, გადაიღებს და გოზინაყი გავაკეთე, ასე ამბობსო, სულ მეღადავება (იცინის).

ყველაზე ბედნიერი რომელი ახალი წელი იყო?

ის, რომელსაც ჩემს შვილთან ერთად შევხვდი პირველად. კონცერტი მქონდა, მაგრამ სანტი ჩემთან ერთად იქნებოდა მაშინაც, ასე მახსოვს… ჩემს შვილს არასდროს აქვს განცდა, რომ დედა მასთან ერთად არ არის. წინა წელს მამიკოს სანტი იტალიაში ჰყავდა წინასაახალწლოდ წაყვანილი, მაგრამ 31 დეკემბერს მამა-შვილი დაბრუნდა და ერთად შევხვდით ახალ წელს…

ინტერვიუ: ნინო მურღულია

ფოტო: დათუნა აგასი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g