სალომე ჩიტაძე დედის, მაკა ზამბახიძის და მასთან მსგავსების შესახებ ჟურნალ „თბილისელების“ (14 ივლისის ნომერი) კითხვას პასუხობს:
„ძირითადად, მაკასგან განსხვავებული ინტერესები მქონდა და მაქვს. მე და მაკა ძალიან განვსხვავდებით ხასიათითაც და მენტალობითაც, ამიტომ არ მქონია კომპლექსი, რომ ცნობადი ადამიანის შვილი ვარ. ჩემთვის გაუგებარია, რატომ უნდა იყო დაკომპლექსებული მშობლის წარმატებით. ჩემთვის მსგავსი აზრები წარმოუდგენელია. მაკას თავისი ნიჭი აქვს, თავისი წარმატებული ცხოვრება და მე მისმა ამ წარმატებამ და ნიჭმა კი არ უნდა დამჩრდილოს, პირიქით, უნდა მიხაროდეს, რომ წარმატებულია. და, ასეცაა…“