LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ღვინიაშვილი: „არც მე და არც ჩემი მეუღლე არ ვართ მთავრობის წარმომადგენლები..გულწრფელად ვერ გავიგე, რატომ არ გვიხარია ის, რაც საქართველომ შეძლო“

6338
სალომე ღვინიაშვილი

სალომე ღვინიაშვილი მედიასთან გაკეთებულ კომენტარზე, რასაც სოციალურ ქსელში უამრავი გამოხმაურება მოჰყვა, განმარტებას აკეთებს.

სალომე ღვინიაშვილი აღნიშნავს, რომ ის და მისი მეუღლე, ზურა ხიზანიშვილი მთავრობის წარმომადგენლები არ არიან.

როგორც მოდელი წერს, მისთვის გაუგებარია, თუ რატომ არ უხარია ხალხს ის, რაც საქართველომ შეძლო მაშინ, როცა ბევრმა ქვეყანამ ვერ მოახერხა.

სალომე ღვინიაშვილი: „აბუ-დაბიში ვიმყოფებოდით, მშვიდობით დავბრუნდით… მგონი, ერთადერთი ქვეყანა ვიყავით, რომელმაც მოახერხა თავისი მოსახლეობის ევაკუაცია“

„გულწრფელად ვერ გავიგე, რატომ არ გვიხარია ის, რაც საქართველომ შეძლო მაშინ, როცა ბევრმა ქვეყანამ ვერ მოახერხა. როცა რაღაც კარგი ხდება, რატომ, არის ასე რთული აღიარება?

ვფიქრობ, სრულიად ბუნებრივია, როცა კარგს ვაფასებთ და ვამბობთ, რომ ეს კარგია. ისევე როგორც ბუნებრივია, როცა კრიტიკასაც გამოვთქვამთ ან პროტესტსაც ვაფიქსირებთ. თუ რამე არ მოგვწონს, ეს პოლიტიკურ მხარეებზე არ უნდა გადიოდეს, საბოლოოდ ეს ჩვენი საერთო ქვეყანაა.

ასევე, მინდა მივმართო იმ ადამიანებსაც, ვინც უკვე მეორე დღეა ჩემი ლანძღვით არის დაკავებული. მეგობრებთან ერთად ვიყავი დასასვენებლად. არც მე და არც ჩემი მეურლე არ ვართ მთავრობის წარმომადგენლები, არც სახელმწიფო სამსახურში ვმუშობთ და არც ვინმესგან რამეს ვიღებთ. ვშრომობთ და ვცხოვრობთ ჩვენი შრომით. შესაბამისად, როცა მომინდება, ჩემი შემოსავლით წავალ იქ, სადაც მინდა.

რაც შეეხება ე.წ „მთავრობის სიებს“, ვფიქრობ, ყველამ კარგად იცის, რამდენად არ შეესაბამება სიმართლეს, ამიტომ ამ თემას აღარ გავაგრძელებ.

და ბოლოს, მადლობა ყველას, ვისაც უბრალოდ გაუხარდა ჩემი მშვიდობით დაბრუნება ქვეყანაში,“ – წერს სალომე ღვინიაშვილი.

ცნობისთვის, მოდელი სალომე ღვინიაშვილი აბუ-დაბიდან საქართველოში დაბრუნდა.

ღვინიაშვილი ომანიდან თბილისში მეგობრებთან ერთად სპეციალური რეისით ჩამოფრინდა.

შეგახსენებთ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისის მიმართულებით სპეციალური რეისები 3, 4 და 5 მარტს შესრულდა საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების გამო სამშობლოში დაბრუნების შეფერხება შეექმნათ.

„ომანიდან თბილისის მიმართულებით გამოფრინდა საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებული პირველი სპეციალური რეისი, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ბრუნდებიან“ – საგარეო საქმეთა სამინისტრო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g