LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე გოგიაშვილი: „ძალიან რომ არ მეზარებოდეს, მეხუთე შვილსაც გავაჩენდი…“

29

სალომე გოგიაშვილს შინ ვესტუმრეთ, სადაც მისი ოთხი შვილი იზრდება, მაშო, ციბუკა, იკა და დუდა. როგორც სალომე ამბობს, დროს ყველაფრისთვის პოულობს, ბავშვებთან ურთიერთობასაც ახერხებს, მეუღლესთან განმარტოებასაც და ასევე საკუთარ ბიზნესზე ზრუნვასაც. ტელეწამყვანი მალე ავეჯის მაღაზიას გახსნის.

მრავალშვილიანი დედის ამპლუა გაქვს. აქტიური ცხოვრების წესიდან დიასახლისობაზე გადართვა როგორია?

სალომე:  

ახლა მაქვს ყველაზე აქტიური პერიოდი, მყავს ოთხი შვილი, რომელთაც სჭირდებათ ყურადღება და მეუღლე, რომელიც ოთხ შვილს უდრის და მას კიდევ მეტი ყურადღება სჭირდება (იცინის). პლუს ამას, გაირკვა, რომ ყველაზე ეჭვიანი მეგობრები მყავს, როგორც კი არ დავურეკავ, მინაწყენდებიან. მაქვს სამსახური და ასევე ბევრი იდეა, რომლის განხორციელებაც მინდა. ბიზნესში გადავერთე, ვაპირებ ავეჯის მაღაზიის გახსნას. ორ კვირაში დასრულდება რემონტი, ავეჯი შევიძინე იტალიაში და მაღაზიაც მალე გაიხსნება. ლამაზი, ხარისხიანი, გემოვნებიანი და არაგადატვირთული ავეჯის ნაკლებობაა თბილისში, თუ არის, ძალიან ძვირია და ყველას არ აქვს შეძენის საშუალება. მინდა, ჩამოვიტანო იტალიური ავეჯი, რომელსაც მომხმარებელი ხელმისაწვდომ ფასად შეიძენს. ვრცლად (ფოტოები)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები