LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე სამადაშვილი: „მნიშვნელოვანია, ევროკავშირისგან ეს პოლიტიკური მხარდაჭერა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ სრულყოფილად იყოს გამოძიებული, რა ნივთიერებით მოწამლა საკუთარი მოქალაქეები ივანიშვილის რეჟიმმა გასულ წელს“

125
სალომე სამადაშვილი

17 დეკემბერს, ევროპარლამენტში, საქართველოს საკითხზე გამართულ დებატებს „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი აფასებს.

„ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობას დამოუკიდებელი გამოძიების ეშინია, იმას აჩვენებს, რომ მათ სიმართლისა და დასჯის ეშინიათ – ეს აჩვენებს, რომ BBC-ის მიერ გამოვლენილი ფაქტები დიდი ალბათობით, სიმართლეა“ – რასა იუნკევიჩიენე

სალომე სამადაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანი იყო ის მოწოდებები, რაც სავარაუდოდ, ქიმიური იარაღის გამოყენების თაობაზე საერთაშორისო გამოძიების უზრუნველყოფას ეხებოდა.

„ევროპარლამენტში მოვისმინეთ, რომ დღეს ევროკავშირი ძალიან სერიოზულად არის შეშფოთებული საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევის თვალსაზრისით სულ უფრო დამძიმებული ვითარების გამო.

ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის მოწოდებები, რაც საერთაშორისო გამოძიების უზრუნველყოფის თაობაზე გაისმა, რაც საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, ქიმიური იარაღის გამოყენებას შეეხება. ძალიან მნიშვნელოვანია, ეს პოლიტიკური მხარდაჭერა ევროკავშირისგან გამოვიყენოთ იმისთვის, რომ სრულყოფილად იყოს გამოძიებული, რა ნივთიერებით მოწამლა საკუთარი მოქალაქეები ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა გასულ წელს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

„ყველაფერი, რაც საფრთხეს შეუქმნის დემოკრატიის საფუძვლებს, ასევე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, ამ პარლამენტში ძლიერ წინააღმდეგობას წააწყდება“ – ევროპარლამენტის პრეზიდენტი

შალვა პაპუაშვილი: „თუკი ვინმეს აინტერესებს, როგორ გამოიყურება ევროპის ცივილიზაციური უფსკრული, ევროპარლამენტის გუშინდელ სხდომას უნდა უყუროს… ეს ის ევროპა აღარაა, რომლის თანაშემოქმედებიც ქართველები ვართ“

ევროკავშირის საბჭო: „მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაათავისუფლოს უსაფუძვლოდ დაკავებული ყველა პოლიტიკოსი, ჟურნალისტი და აქტივისტი, გააუქმოს რეპრესიული კანონები და შეწყვიტოს აგრესიული ნარატივის გამოყენება ევროკავშირის წინააღმდეგ“

კაია კალასი: „ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას – მთავრობას ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიჰყავს, ეს გზა ევროკავშირის მიმართულებით არ მიდის“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g