LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ვიზიტს იწყებს – დაგეგმილია მაღალი რანგის შეხვედრები

59
სალო

დღეს 20 იანვარს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრება, სადაც დაგეგმილია შეხვედრები ევროკავშირისა და ნატო-ს ხელმძღვანელ პირებთან.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდება. ასევე, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეფ ბორელს; ევროპარლამენტის პრეზიდენტს, დავიდ სასოლის; ეკონომიკურ საკითხებში ევროკომისიის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს, ვალდის დომბროვსკის; ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს, დევიდ მაკალისტერსა და ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს.

ამასთან, დაგეგმილია ასევე, სხვადასხვა მაღალი რანგის შეხვედრები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები