LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილი გაეროზე სიტყვით გამოდის – ვის შეხვდა ქვეყნის პირველი პირი ნიუ-იორკში

292
71498029-4473691739314968-4411091013976719360-o (1)

ევროპის მხარდაჭერა საქართველოს, გაეროს პროექტებში მონაწილეობა და სალომე ზურაბიშვილის მონაწილეობა გაეროს კამპანიებში – გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლამდე ქვეყნის პირველი პირი ამერიკაში უმაღლესი დონის შეხვედრებს მართავს.

ზურაბიშვილმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება, შეუერთდეს კამპანიას, რომელიც მსოფლიოში სექსუალური ძალადობის წინააღმდეგაა მიმართული.

სალომე ზურაბიშვილი ევროსაბჭოს პრეზიდენტსაც შეხვდა, სადაც საქართველომ დონალდ ტუსკისგან მხარდაჭერა  კიდევ ერთხელ მიიღო.  

სალომე ზურაბიშვილის სამუშაო ვიზიტი აშშ-ში იწყება

პრეზიდენტს საკმაოდ დატვირთული პროგრამა აქვს.

„საქართველო აგრძელებს სვლას ევროკავშირისკენ და ნებისმიერი მაღალი დონის შეხვედრა შანსია, რათა ვიხილოთ მეტი საქართველო ევროპაში და მეტი ევროპა საქართველოში“, – წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

რაც შეეხება პრეზიდენტის გაეროში სიტყვით გამოსვლას, ის საქართველოს დროით 19:00 – 20:30 საათის შუალედშია დაგეგმილი. ზურაბიშვილის გამოსვლის ზუსტი საკითხები უცნობია, თუმცა წლევანდელი გენერალური დებატების მთავარი თემა სიღარიბის აღმოფხვრა, ხარისხიანი განათლება და კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხებია. 

შეგახსენებთ, რომ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე წლებია პრემიერ-მინისტრი გამოდიოდა. მმართველი გუნდი თვლიდა, რომ საპარლამენტო მოდელის მიხედვით, გაეროზე პრეზიდენტი არ უნდა წასულიყო. მაგალითად, გიორგი მარგველაშვილი მისი პრეზიდენტობის პერიოდში გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით არასდროს გამოსულა. როგორც ჩანს, ხელისუფლებამ დამოკიდებულება სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდეენტების შემდეგ შეცვალა.

 

magti 5g