LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილი იაპონიის იმპერატორის ტახტზე ასვლის ცერემონიას დაესწრო (ფოტოები)

898
ზურაბიშვილი-ლეჟავა

იაპონიის იმპერატორი ნარუჰიტო ტახტზე ოფიციალურად ავიდა. 59 წლის იმპერატორის ინტრონიზაცია ძველი რიტუალების დაცვით შესრულდა. ცერემონია ტოკიოში იმპერატორის სასახლეში გაიმართა.

“ვფიცავ, რომ კონსტიტუციის შესაბამისად მოვიქცევი და შევასრულებ ჩემს ვალდებულებებს როგორც სახელმწიფოსა და ერის ერთიანობის სიმბოლო”, — განაცხადა იმპერატორმა ნარუჰიტომ.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ ახალ იმპერატორს ტახტზე ასვლა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, სინძო აბემ მიულოცა.

იაპონიის ახალი იმპერატორის ვინაობა მაისში გახდა ცნობილი, როცა ტახტიდან გადადგა 85 წლის იმპერატორი   და ტახტი შვილს, ნარუჰიტოს დაუთმო. ახალ საიმპერატორო ეპოქას რეივა  ეწოდება, რაც წესრიგს და ჰარმონიას ნიშნავს.

იაპონიამ 22 ოქტომბერი ეროვნულ დღესასწაულად გამოაცხადა. ცერემონიას ასევე ესწრებოდა 180 ქვეყნის 2000 წარმომადგენელი. მათ შორის იყო საქართველოს პრეზიდენტი. მისი უმაღლესობა ნარუჰიტოს ტახტზე ასვლის ცერემონიას სალომე ზურაბიშვილი შვილთან, ქეთევან გორჯესტანთან ერთად დაესწრო.

საქართველოს პრეზიდენტი დღესვე იაპონიის იმპერატორის, მისი უმაღლესობა ნარუჰიტოს ტახტზე ასვლის აღსანიშნავად გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრება.

საქართველოს პრეზიდენტმა იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა იაპონური მედიის წამყვან გამოცემებთან. სალომე ზურაბიშვილმა იაპონელ ჟურნალისტებთან საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე, საერთაშორისო გამოწვევებზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე და ორი ქვეყნის კულტურული ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრა.

სალომე ზურაბიშვილი იაპონელებს ქართული კერძებით და ღვინით გაუმასპინძლდა (ფოტოები)

ვიზიტის ფარგლებში აუდიენცია გაიმართა  ავსტრიის პრეზიდენტთან, ალექსანდერ ვან დერ ბელენთან. სალომე ზურაბიშვილმა ავსტრიულ მხარეს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში მიმდინარე პროცესების, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობისა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარების შესახებ. მათ შორის ისაუბრა უკანონო ბორდერიზაციის პროცესზე, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვასა და რუსეთიდან ავიარეისების შეჩერებაზე.

ამასთან, მხარეებმა განიხილეს ევროინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა, ვიზალიბერალიზაცია და ცირკულარული მიგრაციის მნიშვნელობის საკითხები.

საქართველოს პრეზიდენტი იაპონიაში სამუშაო ვიზიტს 25 ოქტომბერს დაასრულებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g