LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილი ხელფასის ნაწილს კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხავს

88
BeFunky-collage (7)

“ქართული ოცნების” ოფისში გუშინ გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის გადაწყვეტილება გაახმოვანა. უმრავლესობის ინიციატივით, მთავრობის და პარლამენტის სახელისუფლებო წევრები, მომდევნო 3 თვის  ხელფასის ნაწილს კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში ჩარიცხავენ. აქციას დღეს მინისტრების უმრავლესობა შეუერთდა.

„ქართული ოცნების“ წევრები ხელფასის ნაწილს კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ

სოლიდარობის აქციაში საქართველოს პრეზიდენტიც ჩაერთო. სალომე ზურაბიშვილმა საკუთარ “ფეისბუქ” გვერდზე გაავრცელა განცხადება, სადაც ის წერს, რომ როგორც პრეზიდენტის, ასევე ადმინისტრაციის თანამშრომლების მომდევნო 3 თვის ხელფასის ნაწილი გადაირიცხება აღნიშნულ ფონდში.

‘საქართველოს პრეზიდენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები მომდევნო სამი თვის ხელფასის ნაწილს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ.

ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ მიიღეს გადაწყვეტილება ამ სოლიდარული აქტით წვლილი შეიტანონ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს არის ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ამ ურთულესი გამოწვევის დაძლევაში ყველა ერთად უნდა ვიყოთ!” – წერს პრეზიდენტი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები