LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართული ოცნების“ წევრები ხელფასის ნაწილს კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ

139
1 ოცნება

საქართველოს მთავრობისა და “ქართული ოცნების” წევრები მომდევნო სამი თვის ხელფასის 1/3-ს კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ. ამის შესახებ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი განმარტებით, სახელისუფლებო უმრავლესობა მზად არის საკუთარი წვლილი შეიტანოს ეპიდემიასთან ბრძოლის საქმეში.

“ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ სოლიდარობის გამოსახატად, პარტიაში მიმდინარე დისკუსიისა და კონსულტაციების საფუძველზე, მივიღეთ გადაწყვეტილება, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობაში, მთავრობისა და პარლამენტის თითოეულმა წევრმა, კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადავრიცხოთ ჩვენი მომდევნო სამი თვის ხელფასის 1/3. მზად ვართ შევიტანოთ წვლილი ეპიდემიასთან ბრძოლის საქმეში. დარწმუნებული ვართ, ჩვენი პარტიის სხვა წევრებიც, ყველა, ვისაც მიუხედავად რთული ვითარებისა, აქვს შესაძლებლობა, დასაქმებულია კერძო თუ საჯარო სექტორში და აქვს შემოსავალი, ამ შემოსავლისა და სოციალური მდგომარეობის შესაბამისად, განახორციელებენ შენატანებს აღნიშნულ ფონდში და ამით გამოხატავენ სოლიდარობას ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ. ეპიდემიასთან და მის შედეგებთან ბრძოლაში ჩართული ადამიანების პროფესიონალიზმთან ერთად, სოლიდარობა არის მთავარი რამ, რაც საშუალებას მოგვცემს, პრობლემა დავძლიოთ მინიმალური ზიანით ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძე განმარტავს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა აერთიანებს 93 დეპუტატს, მთავრობაში 12 წევრია, პრემიერი და 11 მინისტრი, შესაბამისად, მთლიანობაში საუბარია 105 ადამიანზე, ესენი არიან სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირები, რომლებიც ქველმოქმედებასი მიირებენ მონაწილეობას.

„დარწმუნებული ვართ, რომ ეს გასცდება ამ ციფრებს და ჩვენი პარტიის სხვა წევრებიც და მხარდამჭერებიც მიიღებენ მონაწილეობას სოლიდარობის აქციაში. ენთუზიაზმი, მოტივაცია არის მაღალი და ეს გვაძლევს ჩვენ ასეთი ოპტიმიზმის საფუძველს. დარწმუნებული ვართ, რომ ასეულობით ჩვენი პარტიის წევრი თუ მხარდამჭერი ჩაერთვება ამ აქციაში“, – აცხადებს კობახიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g