LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილი მის გუნდში მიწვეულებს ექვსთვიან თანამშრომლობას სთავაზობს

salome lasha

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სავარაუდო უფროსის ლაშა ჟვანიას განცხადებით, კვირის ბოლოს ან ყველაზე გვიან – მომავალი კვირის დასაწყისში ანუ ორშაბათს, გუნდის შესახებ პრეზიდენტი თავად გამოაცხადებს.

მისივე თქმით, მრჩეველთა ჯგუფში მოიაზრება რამდენიმე პირი, თუმცა პრეზიდენტს მათ დანიშვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

„ჯერ რამდენიმე თანამდებობაზე მოიაზრება რამდენიმე ადამიანი, საუბარია მრჩეველთა ჯგუფის შერჩევაზე. პრეზიდენტი არ ჩქარობს გადაწყვეტილების მიღებას, თუმცა აქვე მისი პოზიციაა, რომ ყველას შეთავაზება ექნება, ერთად 6 თვე იმუშაონ. თუ გაამართლებს კონკრეტული ადამიანი, ალბათ ჩემი ჩათვლით, ასეთ შემთხვევაში პრეზიდენტთან მუშაობას გააგრძელებს,” – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილს საერთაშორისო დელეგაციების წარმომადგენლებთან შეხვედრები უკვე ჰქონდა.

„დღეს პრეზიდენტს ჰქონდა მოკლე შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციის წარმომადგენლებთან. მადლობა გადაუხადა ჩამოსვლისთვის და საქართველოსთვის პატივის დადებისთვის. ასევე, ძველი ემიგრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა ახლა აქვს. თქვენ იცით, რომ ადამიანების ძალიან დიდი ნაწილი, მათი შთამომავლები, რომლებიც ჯერ საქართველოში არ ყოფილან, საფრანგეთიდან სპეციალურად ინაუგურაციის დღისთვის ჩამოვიდნენ და მათთან აქვს შეხვედრა და სადილი. გუშინ სომხეთის პრეზიდენტთან და თურქეთის ვიცე პრეზიდენტთან, პოლონეთის წარმომადგენლებთან და სხვა დელეგაციებთან წინანდალში იყო შეხვედრა,” – განაცხადა მან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g