საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს. სავარაუდოდ, შეხვედრის თემა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებზე ოპოზიციონერი ლიდერების პოზიციაა.
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს , რომ პრეზიდენტს, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებზე მისი პარტიის პოზიცია აინტერესებდა.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე პროექტი რაციონალური დასაბუთების გარეშე განიხილეს – ISFED