LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილი: ზოგიერთებს არ უყვართ სიტყვა სამარცხვინოა, მაგრამ ჩემთვისაც და ვიცი, პოლიციელებისთვისაც, სამარცხვინოა, რომ კიდევ ხდება ქალთა სასტიკი მკვლელობა

79
სალომე ზურაბიშვილი

„ყველანაირად უნდა ვეცადოთ, მივაღწიოთ, რომ ოჯახური ძალადობა ჩაჰბარდეს წარსულს და მაშინ ვიქნებით ნამდვილად თანამედროვე, ცივილიზებული, დემოკრატიული ქვეყანა და ეს იქნება თქვენი დამსახურება“, – ასე მიმართა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სამართალდამცველებს პოლიციის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, სამარცხვინოა, როდესაც დღეს საქართველოში კიდევ ხდება ქალთა სასტიკი მკვლელობები ბავშვების თვალწინ. პრეზიდენტის განცხადებით, ამ მიმართულებით კიდევ ბევრია გასაკეთებელი.

„მინდა, ერთი საკითხი ვახსენო, მართალია, ზოგიერთებს არ უყვართ სიტყვა სამარცხვინოა, მაგრამ ჩემთვის და ვიცი, რომ თქვენთვისაც, სამარცხვინო არის დღეს, რომ საქართველოში კიდევ ხდება ქალთა სასტიკი მკვლელობა, ბავშვების თვალწინ. ვიცი, რომ ამას თქვენც არ მოითმენთ, თქვენთვისაც ეს არის დიდი გამოწვევა და ვიცი, რომ ამ კუთხით ბევრი რამ გაკეთდა, უკვე ბევრად უფრო დაცულად გრძნობენ თავს ქალები, როცა მიდიან პოლიციასთან და იციან, რომ ამას მოჰყვება შემაკავებელი ორდერი.

ეს უკვე აღარ არის გამონაკლისი, მაგრამ ისიც ვიცით, თქვენც, მეც და ყველამ, რომ კიდევ ბევრია გასაკეთებელი ამ მიმართულებით, რათა ეს საქართველოში აღარ მოხდეს, ეს აღარ უნდა დავუშვათ და ეს არის ჩვენი ერთობლივი მიმართულება, რომ ამისკენ ყველა ნაბიჯი გადავდგათ, ეს იქნება მთავრობა, პარლამენტი, თუ თქვენი შიდა გადაწყვეტილებები, ყველანაირად უნდა ვეცადოთ, მივაღწიოთ იმას, რომ ოჯახური ძალადობა ჩაჰბარდეს წარსულს და მაშინ ვიქნებით ნამდვილად თანამედროვე, ცივილიზებული, დემოკრატიული ქვეყანა და ეს იქნება თქვენი დამსახურება.“– განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ვახტანგ გომელაური: დღეს ჩვენ გვყავს სამართლიანობასა და ადამიანის ინტერესებზე ორიენტირებული პოლიცია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g