„ქართული ოცნების“ წევრი რიმა ბერაძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პასუხს აფასებს და ამბობს, რომ პრეზიდენტმა ბევრი კითხვის ნიშანი დატოვა. ამის შესახებ მან “ფორტუნას” გადაცემაში “დღის თემა” ისაუბრა.
„როდესაც ქალბატონი პრეზიდენტი გამოვიდა და თქვა, რომ ის შეხვდებოდა იმ ადამიანებს, ვინც გუშინ იყო მისული, მეგონა გამოვიდოდა და იტყოდა რაღაც დამამშვიდებელს. მისმა გუშინდელმა გამოსვლამ ბევრი კითხვის ნიშანი დატოვა“, – განაცხადა რიმა ბერაძემ.
პრეზიდენტი სააკაშვილის შეწყალებაზე: „მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა“
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ჟურნალისტის კითხვას – შეიწყალებს თუ არა, ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უპასუხა, რომ „მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა“.