„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება და აცხადებს, რომ „ვრცელი განმარტებები, რომელიც სალომე ზურაბიშვილისგან კეთდება, წარმოშობს ეჭვებს, რომ მიხეილ სააკაშვილი შეწყალებული იქნება“.
„სასჯელის გადავადება ან გათავისუფლება“ – დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება
მისივე განცხადებით, „პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გუშინ გამართული მიტინგი, სადაც ითხოვდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი არ იქნეს შეწყალებული, პრეზიდენტის მიერ გაკეთებული ორაზროვანი განცხადებების გამო ჩატარდა“.
„ხალხი გამოვიდა, რომელსაც გარკვეული ეჭვები დაებადა ორაზროვნების გამო, იმ განცხადებების ორაზროვნების გამო, რომლებიც გააკეთა პრეზიდენტმა და ამას უნდა პასუხი ამ ეტაპზე. ვრცელი განმარტებები, კიდევ ერთხელ დამატებით გარკვეულ ეჭვებს წარმოშობს, რომ ადამიანი, რომელმაც აწამა, რომელმაც მოკლა, რომელმაც დაარღვია ყველანაირი ნორმა, იქნება შეწყალებული. ამას უკავშირდება მიტინგიც, არ შეიძლება, რომ ყველაფერი დააბრალო რომელიმე პოლიტიკურ პარტიას“, – აცხადებს გია ვოლსკი.
უსუფაშვილი ზურაბიშვილს: პრეზიდენტო, შენგან მეტ ჭკუასა და სახელმწიფოებრივ სიბრძნეს ველით!
ვიდეო: “ვერ ბედავს შეწყალებაზე გადაწყვეტილების მიღებას, ვერც ასე, ვერც ისე” – მდინარაძე ზურაბიშვილზე
თქვენი ბრიყვული პოლიტიკის გამო ყველგან რუსული სოფელი დაგხვდებათ – ხუხაშვილი პრეზიდენტის განცხადებაზე
ალასანია: სალომე ზურაბიშვილის არც ერთი განცხადება არ მომეწონა, სააკაშვილი დაცემული არ არის