LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: “ვერ ბედავს შეწყალებაზე გადაწყვეტილების მიღებას, ვერც ასე, ვერც ისე” – მდინარაძე ზურაბიშვილზე

187
BeFunky-collage - 2022-12-29T010759.520

ეს ადამიანი ვერ იღებს გადაწყვეტილებას, ვერ ბედავს გადაწყვეტილების მიღებას ვერც ასე, ვერც ისე. ვერცერთ პოზიციას კატეგორიულად ვერ აფიქსირებს, ფაქტი ეს არის, – აღნიშნულის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტის მისამართით “იმედის” ეთერში განაცხადა და მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხს შეეხო.

როგორც მდინარაძე აღნიშნავს, ერთი მხრივ მას [ზურაბიშვილს] ეშინია საზოგადოების უმძაფრესი რეაქციის, რადგან უნდა შეიწყალოს მკვლელი სისტემის, რეჟიმის შემქმნელი და მეორე, მას აქვს სხვაგვარი ზეწოლა, კიდევ უფრო მძაფრი, როგორც გარე ძალებისგან, ასევე „ნაციონალური მოძრაობისგან”.

“გამოდის თავად ადამიანი, თან უწოდებს ჭორს და თან თავადვე, აბსოლუტურად განსხვავებულ განცხადებას აკეთებს, ვიდრე გააკეთა შარშან. ამ ჭორს, თუ მართლა ასეთი ჭორი ვრცელდება, თვითონ აძლევს საფუძველს, თვითონ აგიზგიზებს ამ ცეცხლს. იქიდან გამომდინარე, რომ თუ ის გამოვიდოდა დღეს, გაბედავდა ერთ მხარეს და იტყოდა – “არა და არასდროს, მე ეს ვთქვი და არ ვაპირებ ეს სიტყვები გადავთქვა”, მაგრამ არც დაუშვა და არც გამორიცხა, როცა ამის დრო მოვა და გარკვეული მინიშნებები გაუშვა.

იმ შემთხვევაში, თუ გინდა, ეს ჭორი არ ვრცელდებოდეს და ამ ჭორის ჩაკეტვა გინდა, ამ შემთხვევაში, აუცილებლად იტყვი, “არა და არასდროს, მე ვთქვი და ვიმეორებ იმავეს”, მაგრამ რადგან ეს არ თქვა, ანუ ჭორის, თუ ასეთი ვრცელდება, გავრცელებას თავად შეუწყო ხელი. თუ გნებავთ, ტესტი დავარქვათ, მე არ დავარქმევდი, მე რეალობას მოვყვებოდი, როგორც ვაკეთებ ახლა და ამის დიაგნოზი არის ის, რომ ეს ადამიანი ვერ იღებს გადაწყვეტილებას, ვერ ბედავს გადაწყვეტილების მიღებას ვერც ასე, ვერც ისე. ვერცერთ პოზიციას კატეგორიულად ვერ აფიქსირებს, ფაქტი ეს არის”, – განაცხადა მდინარაძემ.

„მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა“, – ასე უპასუხა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტის შეკითხვას – როდის გაეცემა პასუხი მთავარ შეკითხვას? – შეიწყალებს თუ არა ის მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს.

ცნობისთვის, მანამდე სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით განაცხადა: “არა და არასოდეს”.

ამავე თემაზე:

პრეზიდენტი აქციის მონაწილეებს: აქ რომ მოვარდით ვიღაცების გავრცელებულ ჭორებზე, მაინტერესებს, ის ადამიანები, რომლებიც ჩემ შესახებ თავიანთ შექმნილ ჭორებს ავრცელებენ, 2007-ში სად იყვნენ?

პრეზიდენტი ხელისუფლებასა და ოპოზიციაზე: რას ერჩოდნენ მიშას, რომ აქეზებდნენ? მისი ჩამოსვლა ორივე ძალას აწყობდა, ქვეყანა იძირება ამ საკითხის ირგვლივ და ეს ორივეს აწყობს

თქვენი ბრიყვული პოლიტიკის გამო ყველგან რუსული სოფელი დაგხვდებათ – ხუხაშვილი პრეზიდენტის განცხადებაზე

ხატია დეკანოიძე: ზურაბიშვილს „ოცნების“ წახალისებული ადამიანების მივარდნისგან დაცვა რომ დასჭირდეს, დავიცავ

ალასანია: სალომე ზურაბიშვილის არც ერთი განცხადება არ მომეწონა, სააკაშვილი დაცემული არ არის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g