LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სალომე ზურაბიშვილმა პოლიციაზე და საკუთარ მამაზე ძალადობაში მსჯავრდადებული შეიწყალა – „ნაცური“ გადაწყვეტილებაა“ | მამუკა მდინარაძე ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებაზე

197
Untitled design (2)

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, რომელმაც ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა, უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ეხმაურება და აცხადებს, რომ „სალომე ზურაბიშვილმა პოლიციაზე და საკუთარ მამაზე ძალადობაში მსჯავრდადებული შეიწყალა, რაც არის მისი „ნაცური“ გადაწყვეტილებაა“.

როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ზურაბიშვილის ეს გადაწყვეტილება უკვე მისი პოლიტიკური მრწამსის შემადგენელი ნაწილია.

„არ შეიძლება, რომ ეს ახალგაზრდა ცხრა წლით დაისაჯოს“ – სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა, თუმცა ჯერ გადაწყვეტილებაზე ხელი არ მოუწერია

„საბოლოოდ, რაღაც კარგი ამბავი საქართველოდან, მადლობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ამ გადაწყვეტილებისთვის“ – ვიოლა ფონ კრამონი

„ამ შეწყალებით სალომე ზურაბიშვილმა „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა პოლიციელს! ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა“ – ირაკლი ღარიბაშვილი ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებაზე

„უნდა გვახსოვდეს, რომ არა მხოლოდ პოლიციელზე ძალადობაში, არამედ, ოჯახურ ძალადობაში, საკუთარ მამაზე ძალადობაში მსჯავრდადებული ადამიანიც არის [ლაზარე გრიგორიადისი]. პოლიციაზე და საკუთარ მამაზე ძალადობაში მსჯავრდებული შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა, რაც არის მისი „ნაცური“ გადაწყვეტილება, მეტი არაფერი. როდესაც იწყალებ პოლიციაზე და საკუთარ მამაზე თავდამსხმელს, ეს უკვე შენი პოლიტიკური მრწამსის შემადგენელი ნაწილია და არ უნდა დაგვავიწყდეს წინა პერიოდში ვინ შეიწყალა. გაიხსენეთ, მის შეწყალებულთა სია და ამით უკვე დასკვნები მარტივად გამოსატანია“, – განაცხადა მდინარაძემ.

ვტოვებ პრეზიდენტის ადმინისტრაციას, არავის პატიმრობა არ მიხარია, თუმცა პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყვეტილება არის ყველა იმ ადამიანის შეურაცხყოფა, ვინც სამშობლოს ემსახურება – გიორგი აბდალაძე

„ის ადამიანი, ვინც არ არის პროექტის წევრი, ამ ჭაობში ვერ გაჩერდება“ – ირაკლი ქადაგიშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფოტოგრაფის თანამდებობიდან გადადგომაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g