საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
„ამ რთულ პერიოდში, ვაფასებ ჩვენი პარტნიორის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და უსაფრთხოების მიმართ. მადლობა აშშ-ის პრეზიდენტს ეროვნული თანხმობის პროცესის მხარდაჭერისთვის. ვიმედოვნებ, რომ სახელმწიფო მდივანი საქართველოს უახლოეს მომავალში ეწვევა“,- წერს სალომე ზურაბიშვილი.
საქართველოს პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარს „ტვიტერზე“ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი გამოეხმაურა.
„ვესაუბრე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. მინდა მადლობა გადავუხადო მას საქართველოს მოქალაქეების მხრიდან უკრაინის მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის და ხაზი გავუსვა აშშ-ს მტკიცე ერთგულებას როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, – წერს ენტონი ბლინკენი.
Great ? with @SecBlinken.Concurred in our mutual support for ??. Appreciate the resolute support of our ?? partner to our territorial integrity, security in challenging times
Thanks to @POTUS for supporting #NationalAccordProcess. Hope for Sec Blinken visit to ?? in near future
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) March 3, 2022
Spoke with President @Zourabichvili_S to thank her for the people of Georgia’s support for Ukraine and to underscore the firm U.S. commitment to both Ukraine and Georgia’s sovereignty and territorial integrity.
— Secretary Antony Blinken (@SecBlinken) March 3, 2022
