ბრიტანული Honda NSX ჯერ სალონიდანაც არ იყო გამოსული, რომ ავარიაში მოყვა. შემთხვევა ერთ-ერთმა თვითმხილველმა გადაიღო და მოგვიანებით კადრები ქსელშიც განათავსა.
ჰიბრიდული სუპერქარი 3,5 ლიტრიანი ტვინ-ტურბოთი და 3 ელექტრონული ძრავითაა აღჭურვილი. ავტომობილს პირველი 100 კმ-ს ასაკრეფად მხოლოდ 3,6 წამი სჭირდება, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 307 კმ/სთ-შია.
საინტერესოა, რომ დიდ ბრიტანეთში ასეთი სუპერქარის ღირებულება დაახლოებით 130 ათასი ფუნტი სტერლინგია.