LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამ ტონიანმა MAN-მა შვიდ კილომეტრიან ვულკანზე სცადა ასვლა (ვიდეო)

59

კომპანია Rheinmetall MAN, რომელიც საომარი საავტომობილო ტექნიკის წარმოებით არის დაკავებული, მსოფლიო რეკორდის დამყარება სცადა. სპეციალისტების გუნდმა სამ ტონიანი სატვირთო ავტომობილით მსოფლიოში ყველაზე მაღალ მოქმედ ვულკანზე ასვლა სცდა. საუბარია ოჰოს-დელ-სალადოზე, რომელიც ჩილეში მდებარეობს.

Rheinmetall MAN-ში იმედი ჰქონდათ, რომ სატვირთოთი ზღვის დონიდან 6690 მეტრზე ასვლას შეძლებდნენ და წინა რეკორდს 15 მეტრით გააუმჯობესებდნენ, რომელიც ამავე ექპედიციის ერთ-ერთმა წევრმა, უგზობის მართვის სპეციალისტმა მატიას ჯეშკემ 2014 წელს დაამყარა.

გუნდი მწვერვალზე ასვლის ყველა ეტაპს იღებდა, რგოლები კი YouTube-ზე, კონცერნ Rheinmetall-ის არხზეა განთავსებული. გუნდში თავად ჯეშკეს გარდა სამხედრო ვეტერანები, პოლ უორენი და კრის ბეილი შევიდნენ.

6 საათის შემდეგ გუნდი ატაკამის ბანაკამდე მივიდა, რომელიც 5 300 მეტრზე მდებარეობს. შემდეგ 6 150 მეტრამდე ავიდნენ და მწვერვალზე ასვლა უამინდობის გამო შეწტყვიტეს.

გუნდი უახლოეს მომავალში რეკორდის დამყარების მცდელობას ისევ გაიმეორბს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები