LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამადაშვილი: „მელია ღირებული პოლიტიკოსია.. „ლელო“ ითანამშრომლებს ყველასთან, ვინც მიიჩნევს, რომ რუსული რეჟიმის დამარცხება გვჭირდება, მაგრამ მომავალი ენმ-ის ერთპარტიული მმართველობის აღდგენას არ ნიშნავს“

143
Untitled design (1)

ნიკა მელიას მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებისა და ახალი პარტიის დაფუძნების გადაწყვეტილებას, „ლელოს“ დეპუტატი სალომე სამადაშვილი ეხმიანება.

„დღეს მსურს გაცნობოთ ჩემი საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ.. მაშასადამე, მივდივარ? დიახ, მივდივარ წინ მომავლისკენ და წარსულს ვტოვებ წარსულში“ – ნიკა მელია

სამადაშვილის განცხადებით, ნიკა მელია ღირებული პოლიტიკოსია და მან აჩვენა, რომ  ოპოზიციურ ველზე მნიშვნელოვანი მოთამაშეა:

„ვფიქრობ, ნიკა მელია გასული წლების მანძილზე ოპოზიციურ ველზე მნიშვნელოვანი მოთამაშეა. ჩვენ გვახსოვს, რომ მან არაერთხელ, ძალიან თავდადებით იბრძოლა ამ ქვეყნის მომავლისთვის. ამიტომ ვფიქრობ, რომ ის არის ღირებული პოლიტიკოსი, მას წარმატებებს ვუსურვებ.

ვერ გეტყვით, საკუთარ პარტიასთან დაკავშირებით კონკრეტულად რა გეგმები აქვს. რაც შეეხება „ლელოს“ პოზიციას, ის ცნობილია, ჩვენი მთავარი ამოცანა დღეს ჩვენი პარტიული გაძლიერებაა, ამავე დროს, „ლელო“ მუდამ ამბობდა და დღესაც ამბობს, რომ მზად ვართ თანამშრომლობისთვის ყველა იმ პოლიტიკოსთან თუ პოლიტიკურ პარტიასთან, რომელიც იზიარებს „ლელოს“ ხედვას, რომ ჩვენ გვჭირდება რუსული რეჟიმის დამარცხება, მაგრამ მომავალი არ ნიშნავს წარსულში დაბრუნებას, ანუ არ ნიშნავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთპარტიული მმართველობის აღდგენას ქვეყანაში“, – თქვა სალომე სამადაშვილმა.

ცნობისათვის, ნიკა მელიამ „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების შესახებ გუშინ განაცხადა. მისივე თქმით,  აფუძნებს ახალ პარტიას, რომელიც, ქართული დემოკრატიისთვის ბევრს გააკეთებს.

ნიკა მელია: „ვაფუძნებ ჩემს პარტიას და ეს პარტია ქართული დემოკრატიისთვის ძალიან ბევრს გააკეთებს“

„თუ რუსულ რეჟიმთან გულწრფელად გინდა ბრძოლა, უნდა იყო მიშას გვერდით და მიშას გუნდში“ – გია ბარამიძე ნიკა მელიას პარტიიდან წასვლაზე

არჩილ თალაკვაძე: ფაქტია, რომ ნიკა მელიამ რაღაც მუხტი გაიყოლა და პარტია დღეს კიდევ უფრო მეტად დაშლილია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები