LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამარცხვინოა, “ოცნება” გაურბის ოპოზიციასთან ერთად საუბარს – გიორგი ვაშაძე

75

“ქართული ოცნება” აგრძელებს დესტრუქციულ ქმედებებს კონსტიტუციასთან მიმართებაში,” –  ამის შესახევ “ახალი საქართველოს” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კონსტიტუციასთან დაკავშირებით შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა.

მისივე თქმით, “ოცნება” ამ ცვლილებებით ავტორიტარიზმის გაფორმებას ცდილობს”.

“ვფიქრობ, პოზიცია უნდა იყოს პრინციპული. არის კონკრეტული პუნქტები, სადაც გვაქვს სრული კონსენსუსი სამოქალაქო სპექტრის, ოპოზიციის, პრეზიდენტის და საერთაშორისო ორგანიზაციების. ვფიქრობ, პრეზიდენტმა ვეტო უნდა დაადოს. ხაზი უნდა გავუსვათ, რომ, თუ “ოცნება” კომპრომისზე არ მიდის, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ისინი აპირებენ ხელისუფლების უზურპირებას. ესეც სამარცხვინოა, რომ “ოცნება” გაურბის ოპოზიციასთან ერთად ლაპარაკს. თუ ფიქრობს, პრეზიდენტს ცალკს რომ დაელაპარაკება, ამით რაიმეს გადაწყვეტს?” -განაცხადა ვაშაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები