LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამართალდამცავებმა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია და მოჭიდავე ნიკა ყორშია დააკავეს

181
1c3e7dad8c46b445b9c916ee2db530a9-XL

სამართალდამცავებმა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია და ასევე მოჭიდავე ნიკა ყორშია დააკავეს.

წურწუმია და ყორშია ადმინისტრაციულ სამართალდადღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

როგორც ცნობილია, შემთხვევა ხობის ცენტრში მოხდა. სასურსათო მაღაზიასთან მყოფ რამდენიმე პირს პოლიციამ წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა, რა დროსაც მათ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს.

ნუგზარ წურწუმიასა და ნიკა ყორშიას 3-3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ, დანარჩენი ორი პირის მიმართ კი აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლოს ჯერ არ უმსჯელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები