სამართალდამცავებმა საპროტესტო მარშის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.
შემთხვევა კოტე აფხაზის ქუჩაზე მოხდა, როდესაც მარშის მონაწილეები გზის სავალ ნაწილზე გადასვლას ცდილობდნენ.
ამ წუთებში მსვლელობა პუშკინის ქუჩაზე გრძელდება და როგორც მოქალაქეები აცხადებენ, ბარათაშვილის ქუჩისკენ მიდიან.
„ფორტუნა“ დამატებითი დეტალების გარკვევას შსს-ში ცდილობს.
ფოტო: ინტერპრესნიუსი
