“თუ იქნება უკანონო ქმედებები, ამას, სახელმწიფო ნებისმიერ შემთხვევაში დაუპირისპირებს კანონს და მაქსიმალრად შეეცდება, რომ აღიკვეთოს ნებისმიერი უკანონო მოქმედება”, – ამის შესახებ განცხადება “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გააკეთა. მისი თქმით, ოპოზიციის ლიდერების განცხადებები პარლამენტის პიკეტირებასთან დაკავშირებით ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია, სახელმწიფო კი ამას არ დაუშვებს.
“საკანონმდებლო ორგანო და ნებისმიერი სახელმწიფო უწყება გააგრძელებს ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობას. თუ იქნება უკანონო ქმედებები, ამას, სახელმწიფო ნებისმიერ შემთხვევაში დაუპირისპირებს კანონს და მაქსიმალრად შეეცდება, რომ აღიკვეთოს ნებისმიერი უკანონო მოქმედება,” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ადმინისტრაციული ორგანოების შტურმი ან ბლოკირების მცდელობა, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი – შსს
მდინარაძისვე განმარტებით, “ნაციონალურ მოძრაობას” არ აქვს უფლება პროპორციული საარჩევნო სისტემა მოითხოვოს.
“ნახეთ, რომ სამი დღის განმავლობაში იქ შეკრებილი პარტიების ლიდერებმა მოთხოვნაც ვერ დააყენეს ისეთი, პოზიციაც ვერ გაახმოვანეს ისეთი, რომელიც იქნებოდა კონსტიტუციური. ხან გვთავაზობენ გერმანულ მოდელს, ხან 100 ხმით თითქოს გასული იყო კანონპროექტი და ასე შემდეგ. მათ სამართლებრივად გამართული მოთხოვნაც კი ვერ დააყენეს. შესაბამისად, “ნაციონალური მოძრაობისგან” პროპორციულ არჩევნებზე აღშფოთება ცოტა არარელევანტულია,” – ამბობს მდინარაძე.
როგორც ცნობილია, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მასშტაბურ აქციებს “ქართული ოცნების” წევრები თვალყურს პარტიის ცენტრალური ოფისიდან ადევნებენ.
ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისთან პოლიციაა მობილიზებული