მაშველები მტკვარში გადავარდნილ მანქანას და მძღოლს ეძებენ. ავტოსაგზაო შემთხვევა ღამით მოხდა, ორთაჭალის მიმართულებით მოძრავმა მანქანამ ჯებირი გაანგრია და მტკვარში გადავარდა.
სამძებრო სამუშაოები მტკვარში ამ დრომდე მიმდინარეობს, სანაპიროზე კი მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა. „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, რომ საცობი ორივე სანაპიროზე სწორედ ამის გამო შეიქმნა.
მძღოლები ამბობენ, რომ უკვე რამდენიმე საათია როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა სანაპიროზე მოძრაობა, ფაქტობრივად, შეუძლებელია და მანქანების ნაკადი თითქმის უძრავად დგას.
